TANAP-ის გახსნა საქართველოს პრეზიდენტის გარეშე

საქართველოს ჩართულობით მასშტაბური საერთაშორისო ენერგოპროექტის მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა.
თურქეთში ტრანსანატოლიური მილსადენის გახსნის ცერემონია გაიმართა. აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი და ევროკავშირი - ასეთი იქნება სამხრეთ გაზის დერეფნის მარშრუტი. 
დღევანდელ ღონისძიებას თურქეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის და სერბეთის პრეზიდენტები დაესწრნენ, თუმცა საქართველო ცერემონიაზე მხოლოდ ელჩით იყო წარმოდგენილი. ღონისძიებაზე მიწვეული გიორგი მარგველაშვილი თურქეთში არ გაემგზავრა.